უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო მომხსენებელს ანგარიშისთვის და ჩვენს მიერ ვენაში შეთანხმებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ჩართვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში ოკუპაციას განიცდის და ამ კონტექსტში, გვსურს მკაცრად დავგმოთ ე.წ. "სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება", რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოადგენს მოსკოვის კიდევ ერთ სასოწარკვეთილ მცდელობას, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
რუსული ოკუპაცია და ანექსია
სამხარაძე: გვსურს, დავგმოთ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დადებული ხელშეკრულება
tbl.ge/7jd9
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ უთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.
ნიკოლოზ სამხარაძექართული ოცნებაეუთოქართული ოცნების პოლიტიკარუსეთ-საქართველოსაქართველო-რუსეთირუსული ოკუპაციაე.ს სამხრეთ ოსეთირუსული ოკუპაცია და ანექსია




