რუსული კანონი

გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე: ისედაც საკმაოდ გამჭვირვალეა უცხოური ფონდების საქმიანობა

დღესდღეობით საქართველოში თუ რამე კეთდება, კეთდება ევროპისა და აშშ-ს სხვადასხვა ფონდის დახმარებით. ისედაც საკმაოდ გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. ძალიან დიდი კონტროლია როგორც დონორი ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით.

მედიცინაში, სამწუხაროდ, თითქმის 100%-ით დამოკიდებული ვართ ევროპისა და აშშ-ს მედიცინის განვითარების დონეზე. ის ყველა ახალი ტექნოლოგია, რაც დაინერგა საქართველოში, დაინერგა ძირითადად ამ ნოვატორების მიერ საკუთარი კერძო ინიციატივების მხრივ და სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციის დახმარების მხრივ.

თქვა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ქართულ ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე.

გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და 49 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული.

კომენტარები