რუსული კანონი

გიული ჩოხელი: არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მე რუსეთისა და რუსის არ მწამს. ხსენებაც არ მინდა. ამ თარიღის მერე, მოსკოვში არც ჩავსულვარ და არც არასოდეს ჩავალ. ჩემი შვილი იქ არის დასაფლავებული, მაგრამ მე რუსეთში მაინც არ მივდივარ. თუ საქართველოს მთავრობას სინდისი შერჩენილი აქვს, ჩემი შვილი ჩვენთან უნდა გადმოასვენონ, მაგრამ არავინ ინძრევა. ასეთ უბედურებაში ვარ. 

ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა. სანამ ისინი არ შეიცვლებიან, ბოდიშს არ მოიხდიან და ჩვენს მიწებს არ დაგვიბრუნებენ, ისინი არ არსებობენ.

ამბობს ქართველი ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები