ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის თქმით, ისრაელის შეთავაზებული წინადადება არ აკმაყოფილებთ, მაგრამ განიხილავენ

ჰამასის წევრები ისრაელთან 2014 წლის ომის დაწყების დღეს აღნიშნავენ, 2023 წლის ივლისი.  
MAJDI FATHI/NURPHOTO/ZUMA PRESS

ჰამასის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის მიერ შეთავაზებული წინადადება მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ მის განხილვას აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ტერორისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

წინა დღეს გამოცემასთან საუბრისას ჰამასის წარმომადგენელმა თქვა, რომ კაიროში კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე ისრაელის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა უარყვეს.

"უარვყოფთ ისრაელის ბოლო შეთავაზებებს, რომლებიც ეგვიპტურმა მხარემ გაგვაცნო. დღეს პოლიტბიურო შეიკრიბა და გადაწყვიტა ეს". - თქვა ჰამასის წარმომადგენელმა, ალი ბარაკამ Reuters-თან საუბრისას.

ისრაელის მხარის თქმით, მძევლებისა და პატიმრების გაცვლის ჩატარება სურთ, რომლითაც მათ ციხეებში დაპატიმრებულ პალესტინელებს ღაზაში აყვანილი მძევლების სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. ჰამასის მხარე მოითხოვს, რომ ნებისმიერი შეთანხმება ისრაელის სამხედრო კამპანიის დასრულებასაც მოიცავდეს, რასაც ისრაელი არ თანხმდება.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ქალაქ რაფაში შეჭრა მათი გამარჯვებისთვის აუცილებელია. 

"მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი მიზნების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებისა და ჰამასზე გამარჯების მოპოვებისთვის". - თქვა ნეტანიაჰუმ. 

კომენტარები