რუსული კანონი

მედიაომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების უფლებების დარღვევა

აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ
ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა. 

"დღეს, 8 აპრილს, თბილისში, პარლამენტთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს პარლამენტში არ შეუშვეს საშვის მქონე ჟურნალისტები. პარლამენტის ბიურო დღეს რუსულ კანონს განიხილავს

მედიაომბუდსმენი USAID მედია პროგრამის  დახმარებით აგრძელებს მედიის დახმარებას - პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს ვთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

პარლამენტში, სადაც ბიუროზე რუსული კანონი დაარეგისტრირეს, მედიის წარმომადგენლების ნაწილს არ უშვებდნენ. 

საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ როგორც აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს, ასევე მათ, ვისაც შესაბამისი საშვი ჰქონდათ. 

 

კომენტარები