ევროპის ჩემპიონატი

მატჩზე გასამგზავრებლად აირზენას ბილეთები მინიმუმ 1800-2100 ლარი ღირს

flickr.com/photos/picturejohn64

ჯორჯიან ეარვეისმა ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად თბილისიდან დორტმუნდში (17 ივნისს), ჰამბურგსა (21 ივნისს) და დუსელდორფში (25 ივნისს) სპეციალური პირდაპირი ფრენები დანიშნა. ავიაკომპანიაში აცხადებდნენ, რომ ერთი გზის ფასი 295 ევროდან იწყებოდა. გაყიდვების დაწყებიდან მალევე ვებგვერდზე ჩანდა, რომ გასაყიდი ბილეთები აღარ იყო. იქამდე, ბოლო რამდენიმე წუთი მხოლოდ ერთი გზის ფასი თითქმის 6 000 ლარი იყო.  

ახლა ვებგვერდზე ეკონომ კლასის ბილეთები ისევ იყიდება. ჯორჯიან ეარვეისის პრესსამსახურში ამბობენ, რომ როცა მოთხოვნა დიდია და ბევრი ბილეთი ერთდროულად იჯავშნება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასაყიდი ბილეთები აღარ ჩანს. 

ახლა თბილისი-დუსელდორფის ორი გზის ბილეთები 1 800 ლარიდან იწყება, თბილისი-ჰამბურგის ლარიდან, ხოლო თბილისი-დორტმუნდის - 2 108 ლარიდან, ხოლო თბილისი-დორტმუნდის - 1 950 ლარიდან.

ჯორჯიან ეარვესისის ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.

კომენტარები