ევროპის ჩემპიონატი

კვარაცხელია: მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები 

ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები 

წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. 

კომენტარები