ევროპის ჩემპიონატი

2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ნაკრების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ნაკრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩაფრინდება.

"2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული.

21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ". - წერია პრესსამსახურის განცხადებაში 

კომენტარები