ევროპის ჩემპიონატი

მატჩზე გულშემატკივრების ჩხუბის გამო UEFA-მ საქართველო €30 000-ით, ხოლო თურქეთი €25 000-ით დააჯარიმა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩზე გულშემატკივრების ჩხუბის გამო UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, ხოლო თურქეთის ფედერაცია 25 000 ევროთი დააჯარიმა. 

The Athletic-ის ინფორმაციით, გუნდები მიმდინარე ტურნირზე, ჯამში, 1.2 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ. ჯგუფური ეტაპის დროს მხოლოდ სამი ქვეყანა არ დაუჯარიმებიათ: საფრანგეთი, ესპანეთი და სლოვაკეთი.

ყველაზე დიდი ოდენობით დაჯარიმდნენ ხორვატია (€220 875), ალბანეთი (€171 375) და სერბეთი (€166 625). ალბანეთი და სერბეთი UEFA-მ "ფეხბურთისთვის შეუსაბამო გზავნილების გაჟღერებისთვის" დააჯარიმა. 

ქვეყნების ფედერაციები ძირითადად გულშემატკივრების მიერ თამაშის მიმდინარეობისას ტრიბუნებიდან მოედანზე ნაგვის სროლის გამო და პიროტექნიკის გამოყენებისთვის დაჯარიმდნენ. 

კომენტარები