ნიდერლანდები

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც Café Petticoat-ში მძევლები ჰყავდა აყვანილი

ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ედეს ერთ-ერთ ღამის კლუბში მძევლები აიყვანა. დაკავებამდე მან ოთხი მძევალი გაათავისუფლა. მძევლები Café Petticoat-ის თანამშრომლები იყვნენ.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პოლიციის თქმით, ამ ეტაპზე არაფერი მიანიშნებს ტერორისტულ მოტივზე.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მამაკაცს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჰქონდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.

კომენტარები