ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ერთ-ერთ ღამის კლუბში შეიარაღებულ მამაკაცს მძევლები ჰყავს აყვანილი

ნიდერლანდების აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ედეში ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბში შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცი ღამის კლუბ Café Petticoat-ში ადრეულ დილის საათებში შევიდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

სამართალდამცველების ცნობით, ჯერჯერობით მომხდარში ტერორისტული მოტივი არ იკვეთება.

ამასთან, პოლიციამ ღამის კლუბთან ახლოს მდებარე 150 საცხოვრებელი სახლის ევაკუაცია მოახდინა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ შემთხვევის ადგილთან არ მივიდნენ.

კომენტარები