ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის ცნობით, ლიბანის ტერიტორიიდან ჰეზბოლამ ისრაელისკენ, სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანის მარიონეტულმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონის მიმართულებით, სულ მცირე, 30 რაკეტა გაუშვა.

მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს რაკეტების ჩამოგდებას ისრაელის "რკინის გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, რაკეტები ქალაქში რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა და შენობების დაზიანება გამოიწვია. 

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად კირიათ-შმონის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდნილ რაკეტას ერთი პირი ემსხვერპლა.

კომენტარები