Puff Daddy

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა PUFF DADDY-ს სახლები გაჩხრიკეს

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის, PUFF DADDY-ს, იგივე Sean "Diddy" Combs-ის ირი სახლი გაჩხრიკეს, ერთი მაიამიში, ხოლო მეორე ლოს ანჯელესში. 

ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა CNN-თან განმარტა, რომ აღნიშნული ოპერაცია დაკავშირებულია მიმდინარე სექს-ტრეფიკინგის გამოძიებასთან. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მას არ უთქვამს, არის თუ არა PUFF DADDY საქმის ეჭვმიტანილი.

რამდენიმე თვის წინ რეპერი გაუპატიურებაში ორმა ქალმა დაადანაშაულა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი მეგობარი ქალი და მომღერალი კასანდრა ვენტურაა (იგივე Cassie).

ვენტურამ ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ქალის თქმით, კომბსმა ის გააუპატიურა, შემდეგ კი, 11-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და კაც სექსმუშაკებთან სექსს აიძულებდა. Cassie ასევე უჩივის კომბსის კომპანიებს Bad Boy Entertainment, Bad Boy Records, Epic Records, Combs Enterprises, Combs Enterprises LLC. როგორც ვენტურა ამბობს, კომპანიების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოაბრუნეს კომბსისგან გაქცევის შემდეგ.

საქმეში ასევე აღწერილია რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი ქალს არალეგალური იარაღის ჩანთით ტარებას და ნარკოტიკების მიღებას აძალებს. Cassie-ს თქმით, დაშორების შემდეგ, კომბსმა მისი ახალი მეგობარი კაცის, რეპერ Kid Cud-ის მანქანა ააფეთქა.

მეორე მბრალდებლის მიხედვით, შემთხვევა 1991 წელს, ნიუ-იორკში მოხდა. ქალი იხსენებს, რომ რეპერი რესტორანში შეხვდა, შემდეგ ნარკოტიკებით დაათრო და სასტუმროში წაიყვანა, სადაც გააუპატიურა.

ქალის თქმით, მოგვიანებით მან გაიგო, რომ კომბსმა მისი გაუპატიურების ვიდეო გადაიღო, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ნახა.

კომბსის წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

კომენტარები