ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში შესვლამ შესაძლოა მისი გლობალური იზოლაცია გამოიწვიოს

Karim Jaafar/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის განხორციელებამ შესაძლოა ისრაელი გლობალურ იზოლაციაში მოაქციოს. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაში შესვლის შესახებ ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 22 მარტს ისაუბრეს

"ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის მიზანს, რომ ჰამასი გაანადგუროს, თუმცა მასშტაბური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში არ არის გზა ჰამასის გასანადგურებლად" - თქვა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, რაფაში ოპერაცია სამოქალაქო პირების სიკვდილის განსაკუთებით დიდ რისკებს შეიცავს. ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაში მთელი ღაზის სექტორიდან იძულებით გადაადგილებული 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება. ბლინკენის სიტყვებით, ეს ოპერაცია ასევე შეიცავს რისკებს, რომ ისრაელის საერთაშორისო იზოლაცია გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის გრძელვადიან უსაფრთხოებას და სტაბილურობას. 

ცოტა ხნით ადრე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან რაფას ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რაფაში ისრაელის ძალები აუცილებლად შევლენ, თუნდაც მარტო. ნეთანიაჰუს თქმით, რაფაში შესვლის გარეშე ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასს ვერ გაანადგურებენ. 

კომენტარები