საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იონათამიშვილი გახდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აირჩიეს. იონათამიშვილის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კომიტეტის ახალი თავმჯდომარის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სწორედ სარჯველაძე იკავებდა.

კომენტარები