საფრანგეთი

საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებზე "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერთავდასხმა განხორციელდა

Thomas Samson/AFP

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო უწყებებზე "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერთავდასხმები განხორციელდა

"მრავალ სამინისტრო სამსახურს დაესხნენ თავს ნაცნობი ტექნიკური საშუალებებით, მაგრამ უპრეცედენტო ინტენსივობით". - თქვა ატალის ადმინისტრაციამ.

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ დაამატა, რომ "საკრიზისო უჯრედი გააქტიურდა, რათა საპასუხო ღონისძიებები განხორციელდეს". უწყების ინფორმაციით, თავდასხმებით მიყენებული ზიანი შემცირებულია და სახელმწიფო საიტებზე წვდომა აღდგენილია.

გამოცემა Agence France-Presse-სთან (AFP) საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ თავდასხმები "რუსეთს ამჟამად ვერ მიეწერება". 

მანამდე, ატალის მრჩეველმა თავდაცვის საკითხებში თქვა, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები და ევროპარლამენტის არჩევნები ამ ზაფხულს შესაძლოა "მნიშვნელოვანი სამიზნეები" გამხდარიყო.

როგორც თებერვალში AFP წერდა, მათ მიერ ნანახ შიდა ჩანაწერში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ თქვა, რომ "საბოტაჟისა და კიბერთავდასხმის" წინააღმდეგ თავდაცვა უნდა გაუმჯობესდეს, რადგან მისი სამინისტრო მოსკოვის ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენდა.

კომენტარები