არჩევნები 2024

პაპუაშვილი: ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ პარლამენტში

ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვემზადევით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე.

დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ორი მიზეზის გამო - პირველ რიგში, აქედანვე უკვე ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები და მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს ეს არჩევნები. აქაც დარწმუნებული ვართ და ვხედავთ უკვე ამის ყველანაირ ნიშანს, რომ არ აღიარებენ [2024 წლის არჩევნების შედეგებს]. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზემყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რაიმე კითხვის ნიშანის საბაბიც არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტში, და მეორე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა [ქართული ოცნებისთვის] ქართველი ხალხის ინტერესშია იმიტომ, რომ ეს იქნება მყარი გზავნილი ყველას მიმართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, შეიყვანოს ეკონომიკურ კატასტროფაში და დახიოს უკან დედაკდებით, რაც გვექნებოდა ჩვენ ნაციონალური მოძრაობა და მისი კლონები რომ იყვნენ მთავრობაში.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები