Meta

Facebook, Messenger, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობს

კომპანია Meta-ს სოციალური ქსელები Facebook, Messenger, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობს. ხარვეზები ამ ეტაპზე არ აქვს ამავე კომპანიის კიდევ ერთ პროდუქტს WhatsApp-ს.

როგორც Twitter-ზე მომხმარებლები წერენ შეფერხება მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება.

შეფერხებასთან დაკავშირებით Meta-ს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

კომენტარები