Meta

Facebook-ისა და Messenger-ის მუშაობა ტექნიკური ხარვეზის შემდეგ აღდგა

Facebook-ისა და Messenger-ის აპლიკაციებისა და ვებგვერდების მუშაობა ტექნიკური ხარვეზის შემდგომ აღდგა - 12 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით 17:45 საათიდან მომხმარებლები პლატფორმის მუშაობაში შეფერხებების შესახებ იტყობინებოდნენ. 

შეფერხებები გარკვეულწილად Meta-ს სხვა პლატფორმებსაც, Instagram-სა და WhatsApp-საც, შეეხო. პლატფორმების ვებგვერდები დროებით ხელმიუწვდომელი იყო. 

Meta-ს კომუნიკაციების ვიცეპრეზიდენტმა, ენდი სტოუნმა თბილისის დროით 19:41 საათზე დაწერა, რომ კომპანიის სერვისების მუშაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა სრულ აღდგენას გარკვეული დრო შესაძლოა დასჭირდეს.

"ჩვენ ვბრუნდებით, თუმცა შესაძლოა ცოტა დრო დასჭირდეს იმას, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს". - დაწერა სტოუნმა X-ზე.

მანამდე, როგორც სტოუნი წერდა, Meta-მ იცოდა, რომ მომხმარებლებს "მათ მომსახურებაზე წვდომის პრობლემა ჰქონდათ" და ამასთან დაკავშირებით "მუშაობდნენ". 

შეფერხებების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები