ახალი რუსული კანონი

ბოკერია: რეალური პრობლემაა პედოფილია - გაგიგიათ სადმე ამაზე კამპანია ჩვენი მთავრობის?

ეს რეჟიმი მუდმივად იმ თემების, რომლებიც ან ცუდი მიზეზებით, ან ლეგიტიმური მიზეზებით, მგრძნობიარე თემებია და ამ შემთხვევაში ლაპარაკია განსხვავებული ადამიანების მიმართ შიშებზე, რომელიც შემდეგ სიძულვილში და ძალადობაში გადადის, ექსპლუატაციას ეწეოდა წლების განმავლობაში. ახლაც, მთლიანად მოგონილია, თითქოს, ამ თემებთან დაკავშირებით, რაიმე საკითხს, გარდა ძალადობისა და ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, სექსუალური უმცირესობების, რომელიმე დასავლური ინსტიტუცია უყენებდეს საქართველოს ხელისუფლებას. ეგეთი რამე არ არსებობს.

აქ თან რაშია ვირეშმაკობა განსაკუთრებული. ისინი იყენებენ დასავლეთში არსებულ რეალურ დისკუსიას მართლაც მნიშვნელოვან თემაზე და ეს თემა ეხება მემარცხენე ექსტრემიზმს, ე.წ. ვოუქ ექსტრემიზმს, რომელიც უმცირესობების წარსული დისკრიმინაციის გამოყენებით, დღეს მეორე უკიდურესობაშია და ცდილობს სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს. მაგალითად, ტერმინები დანერგოს ან საერთოდ დაანგრიოს წარმოდგენა და თქვას, რომ ქალი და კაცი არ არსებობს... ან რომ ზოგიერთ მშობელს აქვს უფლება, რომ ბავშვს თუ შეამჩნია, რომ რაღაც განსხვავებულია, სქესი შეუცვალოს ადრეულ ასაკში - ეგ საერთოდ ბოროტებად მიმაჩნია, სახიფათო ბოროტებად.

ოღონდ, ეს დისკუსია საქართველოში არ არსებობს. ამ ამბის აღრევას ახდენენ ფუნდამენტურ თავისუფლებასთან ყველა ჯგუფის და ყველა ადამიანის, მათ შორის, ნებისმიერი ორიენტაციის და იდენტობის მქონე ადამიანის, რომელთა მიმართაც ჩვენ გვაქვს პრობლემა ძალადობის და მათი ფუნდამენტური თავისუფლების... რასაც პროპაგანდას ეძახიან, რეალურად საუბარია ფუნდამენტურ თავისუფლებაზე...

ბავშვებზე როცაა საუბარი, რეალური პრობლემაა სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანების მიმართ, პედოფილია და არასრულწლოვანების ქორწინება. ოღონდ, გაგიგიათ სადმე მაგაზე კამპანია ჩვენი მთავრობის ან ამაზე რეაგირება?..

თქვენ იცით, ერთი პერიოდი რამდენიმე შემთხვევა რომ მიეწყო ძალიან სკანდალური, სადაც ერთ-ერთ ასეთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული სწრაფად იქნა მსუბუქი სასჯელით განთავისუფლებული, ამას მოჰყვა რეაქცია, მთელი ჯგუფი შეიქმნა და არსებობს ეს ხალხი ახლაც, "დასაჯე პედოფილი" ჰქვია. მათ ჰქონდათ წინადადებები ხელისუფლებასთან, მიმართეს წერილით კონკრეტული მოთხოვნებით, რომლებსაც ევროპული საქართველო ვიზიარებთ, იგივე ხედვა გვაქვს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რა რეაქცია იყო? პაპუაშვილს მიმართეს, სხვათა შორის, როგორც მახსოვს. ნული. არც შეხვდნენ საერთოდ...

[ეს პრობლემები] ფეხებზე ჰკიდიათ. უბრალოდ უყრუებენ ამას. რატომ? იმიტომ, რომ ეს რეალური ამბავია და იქ მტრის ხატის შექმნა პოლიტიკური ოპონენტებისგან და დასავლეთისგან რთულია უფრო... სინამდვილეში, ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ადამიანები არიან ვირეშმაკა, მაიმუნი მავნებლები, ფარისევლები. რეალური პრობლემები არ აინტერესებთ. ეს თემა აინტერესებთ იმიტომ, რომ შეუძლიათ საზოგადოების ნაწილის მაინც შეცდომაში შეყვანა, რომ ზოგადად, თავისუფლების იდეა და ყველა ამ უმცირესობის ჯგუფის ფუნდამენტური თავისუფლების იდეა არიონ იმ დისკუსიაში რაც დასავლეთშია - ვითომ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში.

29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მისი განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში მაქსიმუმ 2 კვირაში დაინიცირდება.

კომენტარები