ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე, მსჯელობა გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აქაც კიდევ ერთხელ, დავაფიქსირეთ ზოგადად ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებებში.
ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის, ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესში, კანონის მიხედვის შემდეგ. ვამბობთ, კიდევ ერთხელ, მარტივ რამეს, თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან