ეს არის კანონი NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ და სინამდვილეში, უფრო სწორი და ზუსტი სათაური რომ დავარქვათ, არაიურიდიული სათაური, ეს არის კანონი, რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ.
NGO-ების ხელით რამდენჯერმე მოგვიწყვეს რევოლუციის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, ჩვენ კი არ ვუპირისპირდებით, როგორც ასეთი, ამ კანონით რევოლუციას, ეს არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, ეს არის კანონი, მხოლოდ და მხოლოდ, რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ. კი ბატონო ცადე რევოლუციის მოწყობა, მაგრამ მოდით რა, კეთილი ინებეთ და ცადეთ ეს გამჭვირვალედ