საქართველოს მთავრობა

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ტაბულას აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ილია შამუგია დაიკავებს.

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები