საქართველოს მთავრობა

მართვისა და კომუნიკაციის კუთხით პრობლემები იყო – კობახიძე აზარაშვილზე

საქრთველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ სამინისტროში მართვისა და კომუნიკაციის პრობლემები იყო.

"დღეს დილით ზურაბ აზარაშვილთან საუბარი მქონდა. მე მართვისა და კომუნიკაციის კუთხით პრობლემებს ვხედავდი. ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე თავად დავრწმუნდი, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი გვქონდა და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა. 

ასევე, ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და პაციენტებს პრემიერმინისტრთან შეხვედრა ჰქონოდათ. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს - უფრო მაღალ დონეზე ატანას არ საჭიროებს. აქ დავინახე პრობლემები". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

დღეს, 1-ელ მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ჯანდაცვის ახალ მინისტრს ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.

კომენტარები