რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: А-50-ის ჩამოგდებას 10 რუსი მფრინავი ემსხვერპლა, მათ შორის 5 მაიორი

А-50

Українська правда უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის მიერ ჩამოგდებულ A-50-ის ტიპის რუსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიდან 10-ვე მოკვდა. ამავე ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 5 რუსი მაიორი, 3 კაპიტანი, ლეიტენანტი და უმცროსი ოფიცერი. 

15 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ აზოვის ზღვის თავზე უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაურო დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს და საჰაერო მართვის ფუნქციის მქონე თვითმფრინავი  Ил-22М დააზიანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა А-50 ჩამოაგდეს. მისი მტკიცებით, ეს საჰაერო ძალების დაგეგმილი და შესრულებული ოპერაცია იყო.

А-50-ის ღირებულება 330 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

კომენტარები