პოლონეთი

პოლონელი ფერმერები უკრაინულ პროდუქტებს ქვეყანაში არ უშვებენ, მათ საზღვრები გადაკეტეს

REUTERS

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკეტეს და უკრაინულ პროდუქტებს ქვეყანაში არ უშვებენ. პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვრიდან მომავალი 100-მდე გზა გადაკეტეს და გზებზე მარცვლეული დაყარეს. 

პოლონელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ უკრაინელ მომწოდებლებთან არასამართლიან კონკურენციაში არიან, რადგან სოფლის მეურნეობების პროდუქტები ბევრად უფრო დაბალ ფასად შეაქვთ პოლონეთში. 

აქციის მონაწილე ფერმერები ტრაქტორებით ასევე დაიძრნენ გდანსკის, კრაკოვის და სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით. 

კომენტარები