პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალ გვინეაში ტომებს შორის დაპირისპირებას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა

პაპუა-ახალ გვინეაში, ჰაილენდსის რეგიონში ტომებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

როგორც BBC აღნიშნავს, რეგიონში ტომებს შორის შეტაკება ხშირია, თუმცა, ეს ბოლო პერიოდში მომხდარი ყველაზე მასობრივი სისხლიანი დაპირისპირებაა.

ტომების დაპირისპირების მიზეზი ხშირ შემთხვევაში მიწისა და სიმდიდრის განაწილებაა. BBC-ის თქმით, რეგიონში ძალადობრივ ციკლს ხელს უწყობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეტანა.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, ენგას პროვინციაში დაპირისპირებაში 17-მდე ტომი იყო ჩართული და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნება უსაფრთხოების ძალებს ევალებოდათ.

კომენტარები