პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალ გვინეაში მეწყერმა 670-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა

პაპუა-ახალ გვინეაში მასშტაბურმა მეწყერმა 670-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ინფორმაციას გაეროს მიგრაციის სააგენტოს წარმომადგენელი ავრცელებს.

პაპუა-ახალ გვინეაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სერჰან აკტოპრაკის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ენგას პროვინციაში მომხდარმა სტიქიამ მიწის ქვეშ 150-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი მოაქცია.

"ამ მომენტისთვის მიწის ქვეშ 670-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი. საშინელი სიტუაციაა მიწა კვლავ იშლება. წყალი კვლავ მიედინება და ეს ქმნის დიდ რისკს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც სამაშველო ოპერაციაშია ჩართული". - თქვა აკტოპრაკმა.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად, 1 000-ზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.

კომენტარები