ალექსეი ნავალნის სიკვდილი

მდინარაძე ნავალნის გარდაცვალებაზე: სამწუხაროა, მაგრამ გვახსენებს 2012 წლამდე რეჟიმს

საფუძვლიანი ეჭვები ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რაც ვრცელდება მის გარდაცვალების მიზეზებზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ესეც ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად, არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში.

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს რომ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გვახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს. ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა ჩვენი ქვეყნის კონტექსტში და ამ რაკურსით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს. 

თქვა, თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილზე.

კომენტარები