ალექსეი ნავალნის სიკვდილი

EU-ს მინისტრები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებაზე შევთანხმდით – ბორელი

EPA

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

"შევთანხმდით, რომ სანქციებს დავაწესებთ მათზე, ვინც პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, 30 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აშშ-ს გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში". - თქვა ბორელმა.

ბორელს არ დაუკონკრეტებია, თუ კერძოდ ვინ შედის სანქცირებული პირების სიაში.

მინისტრთა გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ჯერ ტექნიკურად არ არის შეთანხმებული, რაც შესაძლოა მომდევნო დღეებში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე მოხდეს. 

ეს განცხადება რუსეთში აბსოლუტურად არაკონკურენტულ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე გაკეთდა, რომელშიც, რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. ეს ყველაზე დიდი პროცენტია, რაც კი პუტინს არჩევნებში აუღია.

"მხოლოდ ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს არჩევნები ამომრჩევლების სისტემური რეპრესიის დროს ჩატარდა და უნდა დავგმოთ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების უკანონო ჩატარება". - თქვა ბორელმა.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე პუტინმა პირველად ახსენა ალექსეი ნავალნი მისი გვარით და დაადასტურა, რომ არსებობდა მისი დასავლურ ქვეყნებში დაპატიმრებულ პირებში გაცვლის იდეა. 

კომენტარები