ჰაერის დაბინძურება

გარემოს სააგენტო: თბილისსა და ზოგიერთ რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების მატებაა

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატებაა, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. 

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით" - წერია გარემოს სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები