ინდოეთი

ინდოეთში საღებავების ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ დელიში მდებარე საღებავების ქარხანაში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მათ შესაბამისი შეტყობინება 17:25 საათზე მიიღეს და ცეცხლის ლიკვიდირება 4-საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.

"მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შენობა დაინგრა, მუშები ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ არიან. ხანძარი სწრაფად გავრცელდა მიმდებარე შენობებსა და მაღაზიებზე". - უთხრა სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ატულ გარგმა ჟურნალისტებს.

აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

კომენტარები