იაპონია

იაპონიამ ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მესამე ადგილი დაკარგა და რეცესიაში შევიდა

ტოკიო, იაპონია
Zhang Xiaoyu / Xinhua News Agency via Getty Images

იაპონიამ ეკონომიკის სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 2023 წლის IV კვარტალში ეკონომიკის მოცულობა კიდევ ერთხელ შემცირდა.

ბოლო კვარტალში ეკონომიკა გამოთვლილი წლიური მაჩვენებლით 0.4%-ით შემცირდა, რითაც არ გამართლდა Reuters-ის პროგნოზი, რომ ამ კვარტალში მთლიანი მშპ 1.4%-ით გაიზრდებოდა. ამასთანავე, III კვარტალში ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა. ხოლო ზედიზედ ორ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის შემცირება რეცესიაში შესვლად არის განმარტებული.

იაპონიის მშპ-ს ზრდა 2021-2023 წლებში

"შიდა მოთხოვნისა და მშპ-ს ზედიზედ ორჯერ შემცირება ცუდი ამბავია, მაშინაც კი, თუკი გადახედვის შემდეგ საბოლოო ციფრები შეიცვლება". - ამბობს Moody's Analytics-ის უფროსი ეკონომისტი სტეფან ანგრიკი.

ზოგადად, 2023 წლის განმავლობაში იაპონიის ნომინალური მშპ 5.7%-ით გაიზარდა და 591.48 ტრილიონი იენი, ანუ $4.2 ტრილიონი, შეადგინა. თუმცა, წინა წლის ბოლო ორ კვარტალში ეკონომიკის მოცულობის ზედიზედ შემცირებით და 2024 წელს აღნიშნული ტრენდის გაგრძელების პროგნოზით, ქვეყანა იაპონია რეცესიაში ფორმალურად შევიდა.

კომენტარები