ისრაელის ომი ტერორიზმთან

ირანი: ისრაელის შეტევა რაფაზე მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა თქვა, რომ ისრაელის შეტევა სამხრეთ ღაზაში რაფაზე მათთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება

"ომის დანაშაულების და პალესტინელი ლტოლვილების გენოციდის მასშტაბის გაზრდას მძიმე შედეგები ექნება თელ ავივისთვის" - თქვა ამირ-აბდოლაჰიანმა.

11 თებერვალს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაცია განახორციელეს ღაზის სექტორის სამხრეთში რაფას ტერიტორიაზე საიდანაც ორი დატყვევებული ისრაელელი გაათავისუფლეს. 

ისრაელის შეტევა რაფაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა თქვა, რომ ისრაელი უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს, სანამ რაფაში შემდეგ ოპერაციებს განახორციელებს. 

კომენტარები