სამთავრობო ცვლილებები

კობახიძე ლილუაშვილს: ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც ბელადის თვალში დირეს ვერ პოულობთ

მე ვახსენე, რაც გავაკეთეთ ჩვენს გუნდთან ერთად, კონკრეტულად პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს უამრავი რამ გაკეთებული და მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითაც ვამაყობ და ეს არის უამრავი საქმე, რომელიც გაკეთდა, მათ შორის ჩემი მონაწილეობით, თუმცა გავიმეორებ, რომ გამიჭირდება დეტალურად ჩემს თავზე საუბარი, ეს უბრალოდ არ იქნება სწორი. მაგრამ მე იმ პარტიის წარმომადგენლისგან, თქვენ ადგილას რომ ვიყო, არ დავსვამდი კითხვას, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი საგმირო საქმე აქვს ჩადენილი, მარტივად ჩამოვთვლი უბრალოდ - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისის სროლა, აქ სროლაზე არ არის იმდენად საუბარი, აქამდე მივიდა საქმე იმ ქმედებების გამო, რომელიც ამას წინ უძღოდა.... ასეთი ადამიანი როდესაც გყავთ ლიდერი, მე თქვენ ადგილას არც ერთ შეკითხვას არ დავსვამდი, ძალიან მძიმეა ამ ადამიანის წარსული.

ასევე, არ დავსვამდი კითხვას, როცა ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც შექმნა 4 მუნიციპალიტეტში კოალიცია ენმ-სთან. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი ნაციონალურ მოძრაობას ჰპირდებოდა დასრულებას, თუმცა ძალიან მალე მათთან შექმნა მუნიციპალიტეტებში კოალიცია. ეს არის მისი პრინციპულობა, თქვენი პრინციპულობა, გაქვთ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის, ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრს, ბექა ლილუაშვილს კითხვას.

კომენტარები