სამთავრობო ცვლილებები

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში / კადრი ვიდეოდან 

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობა აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატების წარდგენილი პროგრამა და ამის პარალელურად, მათ კითხვებიც დაუსვეს. 

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 5 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვლამდე გაგრძელდება. ამასთან, 7 თებერვალს მომავალი მთავრობის სრულ შემადგენლობას, მათ შორის, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წევრებს მოუსმენენ. 8 თებერვალს ჩანიშნულ საბოლოო პლენარულ სხდომაზე, სადაც პროგრამის დამტკიცება იგეგმება, მთავრობის სრული შემადგენლობა დაესწრება.

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად 1 თებერვალს გამართულ პარტიის ყრილობაზე წარადგინა, ხოლო მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს 2 თებერვალს წარუდგინეს.

კომენტარები