დღეს სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრი სწორი გზავნილი ჰქონდა. მათ შორის, ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ დაადო ხელი, როგორც ყველა იმ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირს, რაც თვითონ ჩამოთვალა. ასევე, თქვა, რომ ის წინ აღუდგება საქართველოს უკან დაბრუნებას რუსულ და საბჭოთა სივრცეში - რაც ჩემთვის პრინციპული საკითხია. თუ სურვილი ექნება, მე შევხვდები [...] გავარკვევ, ეს ინიციატივა რა შინაარსის მატარებელია და ამ პროცესის მსვლელობა თვითონ როგორ წარმოუდგენია.
tbl.ge/6oqw
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




