სალომე ზურაბიშვილი

უსუფაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: ამ შემოთავაზებას მივესალმებით

მინდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად გარკვეული ფორმატის, პლატფორმის შექმნის თაობაზე ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას გამოვეხმაურო. ლელო აქტიურად ჩართული იყო ყველგან, სადაც ევროპული საქმე კეთდებოდა.

პრეზიდენტის შემოთავაზებას მივესალმებით. ლელოს შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გავაცანით 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია. მზად ვართ, ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვისიც მოვისმინოთ. ვინაიდან, პრეზიდენტის მოსაზრებას ვიზიარებ, რომ მომავალი არჩევნები უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები არ იქნება. ლელოს მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილების არჩევნებად.

ასე ეხმაურება პარტია ლელოს წევრი, დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს  და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები