სალომე ზურაბიშვილი

ელისაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე: მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, აზრები გავცვალოთ

პარტია მოქალაქეების სახელით ვიტყვი, რომ პრეზიდენტის მხრიდან პლატფორმაზე შემოთავაზება საინტერესო იყო. ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, სხვებსაც მოვუსმინოთ, ჩვენი აზრებიც ვთქვათ, აზრები გავცვალოთ. იქნებ აქედან რაიმე სასიკეთო და სახეირო გამოდნეს. ვინაიდან, მე რასაც ვხედავ, ქართული ოცნება კი არ არის ძლიერი, არამედ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებული და ერთმანეთს ვჭამთ.

ასე ეხმაურება პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს  და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები