საქართველოს მთავრობა

კობახიძე: 8-ში, 9-ში ზუსტად გეტყვით, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში

ქართული ოცნება

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის თქმით, 8-9 თებერვალს გახდება ცნობილი, რა საკადრო ცვლილებები იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში. მას ჰკითხეს, ხომ არ შეცვლის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

"8-ში, 9-ში უკვე დაზუსტებით გაგაცნობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა საკადრო ცვლილებები განხორციელდება უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, "ცვლილება მთავრობის სტრატკომსაც შეეხება?", პრემიერობის კანდიდატი პასუხობს - "შეიძლება, შეეხოს, კი, მაგრამ 8-ში, 9-ში, ამ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“.

კომენტარები