მინდა, პოზიტიურად გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდებას. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია (ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი) ზუსტად ამას ვამბობთ - ძალა ერთობაშია. ამიტომ, მზად ვართ, მივიდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და მსჯელობა დავიწყოთ. პირადად მეც მზად ვარ, რომ საკითხში მონაწილეობა მივიღო.
tbl.ge/6oq7
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და გამარჯვების პლატფორმის წევრი, გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




