სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ანტიდასავლურმა გამოძახილებმა სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა

საქართველოს ევროპული ორიენტაცია გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენს საუკუნოვან კურსს ჯერ შეუმჩნევლად, შემდეგ კი უფრო მკაფიოდ, აქცენტები შეეცვალა. ანტიევროპულმა და ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა. სამაგიეროდ, რუსეთის მიმართ პოზიციები შესამჩნევად შერბილდა.

უკრაინასთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვამ და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო სანქციებზე ევროკავშირისა და აშშ-სგან საჯაროდ დისტანცირებამ ჩვენი საგარეო ორიენტაციის სიმყარის მიმართ კითხვის ნიშნები გააჩინა. დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით, ჩვენ მიერ ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა და მიღწევები საფრთხის ქვეშ დავაყენეთ. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გაიმარჯვა და კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. 

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, სადაც მისი ყოველწლიური მოხსენების მოსმენა მიმდინარეობს.

კომენტარები