ქალბატონ რიმას [ბერაძე] მადლობას ვეუბნები მადლობის თქმისთვის, მაგრამ ილიას მუზეუმი აღადგინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩვენ მხოლოდ გარკვეული ფუნქცია გვქონდა. მადლობა, რომ ამას აღნიშნავთ, თუმცა ეს ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც გაგდებულია დარბაზიდან, არ მოეწონა და ეს გამიკვირდა. იმიტომ, რომ როდესაც 60 წლის ქალი ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს, საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ [რიმა ბერაძემ] რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, ამაში რა არის ცუდი ამის ფონზე, არ ვიცი, მაგრამ მადლობა, რომ ეს აღნიშნეთ.
საქართველოს მთავრობა
წულუკიანი ბერაძეს: ჩარკვიანი სააკაშვილს ღია ეთერში ეფერება, მე რომ შემაქოთ, რა არის ცუდი?
tbl.ge/6opo
დაკოპირდა

მიმართა კულტურის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ქართული ოცნების დეპუტატს რიმა ბერაძეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ბერაძემ წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა რეპლიკით - "ტაში, ამხანაგებო, ტაში". ამაზე, ჩარკვიანს წულუკიანი გამოეხმაურა კითხვით - "დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?".
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




