რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ზალუჟნის გათავისუფლებაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებას განიხილავს.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ სამხედრო ინსტიტუტს არ შეეხება და ხელისუფლებაში სხვა მაღალჩინოსნების ცვლილებასაც განიხილავს.

"ამაზე საუბრის დროს ვგულისხმობ მთელი რიგი სახელმწიფო ლიდერების როტაციას, არა მხოლოდ ერთ სექტორში, როგორიცაა სამხედრო სფერო. ამ ცვლილებაზე (რედ. ზალუჟნის გათავისუფლებაზე) ვფიქრობ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთი ადამიანი ჩავანაცვლეთ". - თქვა ზელენსკიმ.

ინტერვიუს დროს ზელენსკის სთხოვეს კომენტარი გავრცელებულ ცნობებზე, რომ ის ზალუჟნის გათავისუფლებას აპირებდა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელებს იმედი არ უნდა გადაეწუროთ და "სწორი, პოზიტიური ენერგია" უნდა ჰქონდეთ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ "გადატვირთვაზე", რაც არა ერთ ადამიანს, არამედ "ქვეყნის ხელისუფლების მიმართულებას" შეეხება. მან ასევე დაამატა, რომ "ახალი დასაწყისი აუცილებელია".

გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნის მოვალეობიდან გათავისუფლება იგეგმება, the Washington Post-ი გასულ დღეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უკრაინამ აშშ-ს უკვე შეატყობინა.

კომენტარები