Meta

მარკ ზაკერბერგი კონგრესში Facebook-ზე ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტებზე ჩვენებას აძლევს

მარკ ცუკერბერგი
AP

ტექნოლოგიური კომპანიების მმართველები სენატში იმყოფებიან, სადაც მათ ქსელებში ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტებზე ჩვენებას აძლევენ. კონგრესში Facebook-ის, TikTok-ის, X-ის, Discord-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები წარადგენენ ბავშვების უსაფრთხოების დაცვის თავიანთ პოლიტიკას. 

გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენების ინტერესის საგანია ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ინტერნეტში. კონგრესმენების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი კომპანიები არ აკეთებენ საკმარისს იმისთვის, რომ ბავშვები სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცულები იყვნენ. 

Meta-ს უახლესი განცხადების მიხედვით, მათ 30 ახალი ტექნიკური საშუალება დაამატეს, რათა თინეიჯერებისთვის ქსელში უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნათ. ბავშვების უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად ცვლილებები განახორციელეს სხვა სოციალურმა ქსელებმაც. 

კომენტარები