ნიკა გვარამია

გვარამია: არ ვაპირებ ვთქვა, მე ვარ და ჩემი ნაბადი – გაერთიანება უნდა იყოს ყველასი ყველასთან

ჩემი მხარდაჭერა ექნება ფართო გაერთიანებებს და ამგვარ პლატფორმებს პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე. შემოთავაზებები ბევრი მქონია, მაგრამ მე არ ვაპირებ არსად მისვლას. ცხადია, რომ მე არ ვაპირებ ვთქვა, რომ "აი მე ვარ და ჩემი ნაბადი - მოდით შემომიერთდით". არ არის ეს სწორი, ჩემი აზრით. გაერთიანება უნდა იყოს ყველასი ყველასთან.[...]

ნიკასაც ვესაუბრები და რა თქმა უნდა, საინტერესოა, ზურასაც, ელენესაც. ლელო მნიშვნელოვანი აქტორია, თავისთავად ცხადია, და მგონია, რომ მისი მონაწილეობა, ზოგადად, ამგვარ პროექტებში შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს, თუმცა სხვებიც არიან.

მე მოვუწოდებდი ყველას, რომ ახლა არ არის წარსულის ჩხრეკის დრო, ახლა არ არის შეცდომების დატოლების დრო. ახლა არის ჩვენი პოზიტიური პოტენციალის შეფასების და გაერთიანების დრო იმიტომ, რომ მხოლოდ მომავალზე ლაპარაკი წაგვიყვანს წინ ჩვენ და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას. როცა ვიქნებით უსაფრთხო და წარმატებულ მომავალში, თუ ძალიან საჭირო იქნება, მერე გავარჩიოთ ერთმანეთის წარსული და ყველას შევახსენებ, რომ წარსული გვაქვს ყველას.[...]

არ მგონია რომ განსაკუთრებული სიჩქარე არის ამ [გაერთიანების] მიმართულებით არის საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, სუფთა პოლიტტექნოლოგიურადაც, ეს იქნება ბლიცკრიგი. მთავარია სწორი და ფუნდამენტური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ხვალ სულ არ არის აუცილებელი მოხდეს.

ნიკა გვარამია საარჩევნოდ ოპოზიციურ გაერთიანებაზე მთავარ არხთან საუბრისას.

კომენტარები