ნიკა გვარამია

გვარამია: არ შემიძლია "დიპლომატია გვესმის" ქართველები, ზელენსკის ემოციურობას რომ არჩევენ

არ შემიძლია ეს "დიპლომატია გვესმის" ქართველები, ფბზე ზელენსკის ემოციურობას რომ არჩევენ და რაღაც ამორალურ და ფსევდოპრაგმატულ ბოდიალობებს წერენ მისი ფსიქიკის სტაბილურობაზე.

ვაი თქვენს პატრონს მართლა.

წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

Fox News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის ცნობით, თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ შედგა. პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ, ტრამპმა და ვენსმა მედიის წინ იკამათეს.

კომენტარები