კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა.
"შერეული ემოციები მაქვს, რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის პირველ რიგში, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ… უხერხულობა ძალიან მალე გარდაიქმნება იმად, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათ აქედან გამოსაყვანად იმიტომ, რომ ესე ვგრძნობთ თავს ყველანი, რაღაცნაირად ნაკლოვანად, მორალური თვალსაზრისითაც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია.
აქ არის ნიკა [მელია], გვერდით ელენე [ხოშტარია], მიშაა [სააკაშვილი] აქ, მურთაზია [ზოდელავა], ხაბე და ბევრი, არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს. […] უამრავი ბიჭი თუ ხნიერი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო, მათ დაჭერამდე. ეს გამორიცხულია. ოღონდ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან." - თქვა მან გათავისუფლების შემდეგ.
1 ივლისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა მას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოიტანა.





