თბილისი

კალაძე: საპილოტე პროექტით, ავტომობილების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორები დაყენდება

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგოამრეობაა საღამოს და ღამის საათებში, რითიც წუხდება მოსახლეობა. საღამოს ხალხი ისვენებს და ეს ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალურმა სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შსს-თან და ერთად განისაზღვრება კონკრეტული ადგილები, სადაც კონკრეტული დეტექტორები განთავსდება. მოხდება ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმდება. ამ ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში და საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 

კომენტარები