თბილისში, ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ავალიანი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა - გიგა ავალიანს კლინიკაში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, ის მანამდე კომაში იყო.
ექიმებმა ავალიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავალიანზე თავდამსხმელი ერთი პირი დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





